Sunday, February 23, 2014

შეფასება

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ინფორმაციის მოძიება, ორგანიზებული ფორმით წარმოდგენა
იყენებს მხოლოდ საკუთარ არსებულ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოდან მიღებულ ინფორმაციას
მასალა შეესაბამება საკითხს და იყენებს რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
მასალა შეესაბამება ძირითად საკითხს და იყენებს მრავალფეროვან საშუალებებს
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
არ შეუძლია ჯგუფთან მუშაობა, არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
ნაწილობრივ იღებს ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობას
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
წევრების აზრის გაზიარება, ურთიერთპატივისცემა
არ შეუძლია სხვებს აზრი გაუზიაროს
ნაკლებად ახდენს აზრის გაზიარებას
ნაწილობრივ უზიარებს აზრს ჯგუფის წევრებს
აქტიურად უზიარებს სხვებს ჯგუფის წევრებს
დაკისრებული მოვალეობის შესრულება
ვერ ართმევს თავს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა
ნაწილობრივ ართმევს თავს თავის მოვალეობას
ნაკლებად მონაწილეობს დისკუსიაში
ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ახდენს მის რეალიზებას

პროექტი

პროექტის სახელწოდება
ჩემი კომპიუტერი

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2-წინადადებით
21-ე საუკუნე სულ უფრო მეტად მოითხოვს ცოდნის გაღრმავებას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ახალ პროგრამებში, კომპიუტერის მოწყობილობებში, რაც ადამიანის ყოველდღიურ განვითარებაზეა დამოკიდებული ამ სფეროში. კომპიუტერის გამოყენებით შესაძლებელია ეფექტურად და ინტენსიურად მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ კომპიუტერზე თავისუფლად მუშაობას და შეძლებს სხვადასხვა ინფორმაციების მოპოვებას და მათ ეფექტურად გამოყენებას.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, მისი განვითარების ისტორიას, მის მნიშვნელობაზე, მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. მოიძიებენ სასარგებლო და საინტერესო ინფურმაციას პროგრამებსა და ოპერაციულ სისტემაზე, შეადარებენ ერთმანეთს და გამოიტანენ შესაბამის დასკვნას. გააცნობენ საზოგადოებას, თუ როგორ ხორციელდება რაიმე ოპერაციის შესრულება სხვადასხვა პროგრამებსა და ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი
11-12 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა


12 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას


მასწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს მათ მიერ მოძიებული საინტერესო ფაქტების გამოყენებით, სადაც ნათლად გამოჩნდება ამა თუ იმ პროგრამის უპირატესობა, თუ შედარებით სუსტი მხარე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები
მოსწავლეები გაეცნობიან თემას. თემის გაცნობის შემდეგ ხდებამასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. 
ახდენენ მოძიებული მასლაის ორგანიზებას ჯუფებში და ამზადებენ პრეზენტაციებს ჯგუფები.
იმართება დისკუსია თემაზე: "რა შეცვალა კომპიუტერმა და რომ არ ყოფილიყო კომპიუტერი , როგორი იქნებოდა ცხოპოვრება?"
დისკუსიის შეჯამება
ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება, საინტერესო ისტორიების  და ფოტოკოლაჟის.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ნებისმიერ საგანთან კავშირი, რადგანაც ინფორმაციის მოძიაბა შესაძლებელია სხვადასხვა თემატიკასა თუ საგანზე
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თეა კალანდია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
kalandiatea@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ელ.ფოსტა
Kalandiatea.blogspot.com

Saturday, February 22, 2014






ინფორმაციული ტექნოლოგია

 არის ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა ინფორმაციის დამუშავებისათვის. კერძოდ, ის იყენებს კომპიუტერულ ტექნიკას, კომპიუტერულ პროგრამებს ინფორმაციის დაგროვების, შენახვის, გარდაქმნისა და გადაცემისათვის.